ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობს
ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან მივიდა და მსვლელობაში მონაწილეობს.

მოგვიანებით ფაშინიანი შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.

მედიის ინფორმაციით, ფაშინიანის მხარდამჭერების მსვლელობის პარალელურად, ოპოზიციურმა ძალამ „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ მოქალაქეებს მოუწოდა, 15:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

შეგახსენებთ, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

განცხადებაში, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი აწერს ხელს, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობიდან გადადგომას ითხოვენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პრემიერსა და მთავრობას არ შესწევთ უნარი, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები“. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერის მოთხოვნით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გათავისუფლება, რაც პრეზიდენტმა დააკმაყოფილა.

მოგვიანებით, ფაშიანმა ასევე ხელი მოაწერა გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გადაყენებასაც, თუმცა პრეზიდენტს ამ დრომდე არ აქვს ხელი მოწერილი.