ნიკოლ ფაშინიანი - ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ეკონომიკური რევოლუციის გაგრძელება
ნიკოლ ფაშინიანი - ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ეკონომიკური რევოლუციის გაგრძელება

ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ეკონომიკური რევოლუციის გაგრძელება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებულ პირველი კომენტარში განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი ამ დროისთვის გამოცხადებული წინასწარი შედეგებით კმაყოფილია. მან პრესკონფერენცია თავისი პარტიის საარჩევნო შტაბში გამართა და აღნიშნა, რომ ასეთ შედეგს ელოდა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი ბლოკი პარლამენტში შევა, დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს.

„ჩემი პარტია, „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერობს არჩევნებში. ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. ძალიან გახარებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ დავინახე ხალხის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა მთელ ქვეყანაში მშვიდად ჩაიარა და მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზებს თუ ჰქონდა ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია დიდი უპირატესობით მოიგებს, მაგრამ ჩვენ ველოდებით საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს. ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ეკონომიკური რევოლუციის გაგრძელება სომხეთში, რათა მოსახლეობამ წინსვლა დაინახოს. ასევე, გავაგრძელებ იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დავიწყე. სომეხი ხალხი მალე დაინახავს შედეგს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთში ხმათა 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი 70 პროცენტით ლიდერობს.