ხმათა 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი 70 პროცენტით ლიდერობს
ხმათა 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი 70 პროცენტით ლიდერობს

სომხეთის საარჩევნო კომისია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ავრცელებს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება.

კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 20.06 პროცენტი.

როგორც სომხეთის საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამ დროის მონაცემებით, ლიდერობს ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ხმათა 70.05 პროცენტი აქვს.

მეორე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ ხმათა 8.57 პროცენტით.

რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, ამ დროის მონაცემებით, პარტიამ ხმათა 4.18 პროცენტი მოაგროვა და მეხუთე ადგილზეა.

სომხეთში საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ უმნიშვნელო სახის დარღვევები დაფიქსირდა, რომლებიც შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 48.63 პროცენტი იყო.