ნიკოლ ფაშინიანი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა

12:01, 03.07.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად თეირანში ჩავიდა.

ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩამოვედი თეირანში, რათა მონაწილეობა მივიღო ირანის უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან გამოსამშვიდობებელ ოფიციალურ ცერემონიაში“, – წერს ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პუროჰამადი დახვდა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს ირანის ხელმძღვანელობასთან კონტაქტებს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი. ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია 1-ელ მარტს დაადასტურა. აიათოლა ალი ხამენეი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველივე დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკრძალვის ცერემონია 9 ივლისამდე გაგრძელდება. აიათოლა ალი ხამენეის მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ.

მსგავსი