ნიკლას ბენდტნერს 50-დღიანი პატიმრობა მიესაჯა
ნიკლას ბენდტნერს 50-დღიანი პატიმრობა მიესაჯა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი 50-დღიანი პატიმრობის განაჩენის გასაჩივრება გადაიფიქრა და სასჯელს საკუთარ სამშობლოში, დანიაში მოიხდის. 30 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ნორვეგიულ „როსენბორგში“ თამაშობს, კოპენჰაგენში მთავარ პროკურორს დაეთანხმა და აპელაცია გაიწვია.

„ის ვერდიქტს კვლავაც არ ეთანხმება, თუმცა მიაჩნია, რომ ახლა სჯობს თავის კლუბსა და ოჯახს მიხედოს“, – განაცხადა ფეხბურთელის ადვოკატმა.

როდის მოიხდის ბენდტნერი სასჯელს, უცნობია.

დანიელი თავდამსხმელი ტაქსის მძღოლზე თავდასხმისთვის მიმდინარე წლის სექტემბერში იქნა დაკავებული. ბენდტნერმა განაცხადა, რომ ტაქსისტს ხელი მართლაც გაარტყა, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა, რადგან თავი საფრთხეში იგრძნო.