ნიკა ობოლაძე - მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეეშინდა მართალი სიტყვის
ნიკა ობოლაძე - მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეეშინდა მართალი სიტყვის

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეეშინდა უბრალოდ სიტყვის, მართალი სიტყვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ  ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას კობახიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია

„ადამიანი მივიდა და ეკითხება, სახე რომ გადაუხსნა შენი კანდიდატის შვილმა ადამიანს და სასიკვდილოდ გაწირა, ამაზე პასუხისმგებლობას შენ რატომ არ იღებო. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის შვილი მივიდა და სასიკვდილოდ გაწირა ადამიანი. ამის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებლები ჩვენ კი არ ვართ, ისინი არიანო, ვისაც სახე გადაუხსენითო. ვინ არის პასუხისმგებელიო – ამ შეკითხვის შეეშინდა კობახიძეს, გათეთრდა, გაფითრდა და უბრალოდ ისტერიკაში ჩავარდა. ამ ისტერიკის შეეშინდა „ქართულ ოცნებას“ და მოყარა რაღაც ზონდერჯგუფები. ახლა ეს ყველაფერი არის სპექტაკლი.

რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მან უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოახდინა. რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, ადამიანს სახე გადაუხსნეს, სიკვდილისთვის გაიმეტეს და ამბობთ, რომ მელიას უბრალოდ ასე გაშვერილი ხელი არის ფიზიკური შეურაცხყოფა? ფიზიკურ შეურაცხყოფას ამ ქვეყანაში აყენებენ ადამიანებს, ჩაგრავენ, ურტყამენ, 60 ათას ადამიანს უსმენენ“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, 21 სექტემბერს დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა.

დატოვე კომენტარი