ნიკა ობოლაძე - ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ცვლილებები, რასაც ვერავინ აღუდგება წინ, ვერც მდინარაძე, ვერც კობახიძე, ვერც მათი ტყუილები
ნიკა ობოლაძე - ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ცვლილებები, რასაც ვერავინ აღუდგება წინ, ვერც მდინარაძე, ვერც კობახიძე, ვერც მათი ტყუილები

ხვალ ვირჩევთ, როგორი ქვეყანა გვინდა, ისევ გვინდა ჭაობში ვცხოვრობდეთ და მდინარაძეები გველაპარაკებოდნენ სისულელეებზე, თუ გვინდა ცვლილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ჩატიდან გავრცელებულ მიმოწერასთან დაკავშირებით. საუბარია მდინარაძის განცხადებაზე, რომლის ინფორმაციითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაევალათ, რომ „ღია ტელეფონით“ ესაუბრათ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.

„ხვალ ვირჩევთ ქვეყნის მომავალს. ხვალ ვირჩევთ, როგორი ქვეყანა გვინდა, ისევ გვინდა რომ ამ ჭაობში, ამ გაჭირვებაში ვცხოვრობდეთ, ისე რომ არაფერი არ იცვლება და მდინარაძეები გველაპარაკებოდნენ რაღაცა სისულელეებზე, თუ გვინდა ცვლილება, – ამას ვირჩევთ. როცა ამაზე ვლაპარაკობთ, მდინარაძემ რა თქვა, რაღაც ჩატში, რაღაც წინადადება, რა მოიგონა, ამას ხომ შინაარსი არ აქვს? მთავარი შინაარსი, რაც ამ ქვეყანაში არის, 2 ოქტომბრის რეფერენდუმი, ამის დასაცავად უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსი, ყველა ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსად მიიჩნევს თავს, ყველა ვისაც უკეთესი ცხოვრება უნდა. ამის დასაცავად ჩამოვიდა სააკაშვილი. ხვალინდელი არჩევანის დასაცავად ჩამოვიდა სააკაშვილი.

როგორ შეიძლება, ხელისუფლება იდგეს და ამ სისულელეებზე და მოგონილ წინადადებებზე ლაპარაკობდეს, იმ დროს, რა დროსაც ასეთი არჩევანი უდგას ხვალ ქვეყანას, როცა ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ცვლილებები. ვერავინ ვერ აღუდგება წინ, ვერავინ, ვერც მდინარაძე, ვერც კობახიძე, ვერც მათი ტყუილები. ისინი არიან პანიკაში, საპოლიციო ძალების გადაადგილებას ახდენენ, ვიღაცას ეძებენ, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ხვალ ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება დაცული“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.