მამუკა მდინარაძე - ერთ-ერთ თათბირზე „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერებმა თქვეს, რომ სააკაშვილი ბათუმში შემოვიდა აშშ-ის გემით, წარმოიდგინეთ ხარისხი, რას უშვრებიან მხარდამჭერებს
მამუკა მდინარაძე - ერთ-ერთ თათბირზე „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერებმა თქვეს, რომ სააკაშვილი ბათუმში შემოვიდა აშშ-ის გემით, წარმოიდგინეთ ხარისხი, რას უშვრებიან მხარდამჭერებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათებიდან ინფორმაციამ გაჟონა. მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ეს ინფორმაცია წაიკითხა.

„მივმართავ მათ, ხომ არ ეცნობათ ეს სიტყვები, რასაც ახლა წავიკითხავ. ბოლო საათების განმავლობაში მათ ჩათებში ჩაიშალა ასეთი დავალება, ვციტირებ, სიტყვა-სიტყვით ვკითხულობ: „მოკლედ, კიდევ ერთხელ ახლა ყველას, ვისაც ხელი მიგვიწვდება ან ვწერთ პირადად, ან ვუგზავნით შუამავალს, დღის ბოლომდე უნდა ვაკეთოთ ქუჩა, შინაური, „ქოცი“ და ა.შ. გზავნილი მარტივია, გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ „ოცნებას“ წაგებული აქვს და ჩაეხსენით, ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ შემდეგ ვერ შეძლო დახმარება. „ქოცების“ უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს „ხოდი“, უნდა შევეხმიანოთ. აუცილებელია ყველასთან კონტაქტი. უნდა იცოდნენ, რომ მოსასვლელი აქვთ და ნაკლებად შეეშინდებათ“.

ასევე, პარტიის ე.წ. თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჩაშალა თავის ჩათში და თქვენ ნახავთ, რომ არის ანალოგიური მესიჯი, რამდენიმე სიტყვაა განსხვავება:

„სალამი, მოკლედ რას ვაკეთებ ახლა. ყველას, ვიზეც ხელი მიგიწვდება ან ვწერ პირადად, ან ვუგზავნი შუამავალს. დღის ბოლომდე ეს უნდა ვაკეთო ქუჩა, შინაური, „ქოცი“ და ა.შ. გზავნილი მარტივია – გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ „ოცნებას“ წაგებული აქვს და ჩახსენით. ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შევძლო დახმარება. ეს უნდა ვქნათ ყველამ, ყველა დონეზე. „ქოცების“ უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვიზეც გვაქვს „ხოდი“, უნდა შევეხმიანოთ. ყველას უთხარით, ასე აკეთონ ჩვენებმა. ქვედა დონეზე ნახონ, ან დაურეკონ „ქოც“ ქვედა დონის ხალხს, ჩვენ ჩვენ დონეზე. ახლა ფსიქოლოგიურად უნდა მოვსპოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ასევე ჩაიშალა დავალება, რომ ყველამ ისაუბროს ღია ტელეფონით და განაცხადონ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში.

„ასევე ჩაიშალა დავალება, რომ ყველამ ისაუბროს ღია ტელეფონით, მოსმენების ამბავი ეტყობა, ძალიან დაიჯერეს და განაცხადონ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში. ასევე პარტიის ლიდერების დავალებით, ყველა მაქსიმალურად უნდა დაუკავშირდეს მათ სანაცნობოს, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და დაშინების გარეშე განუცხადონ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა არის დასრულებული და იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“, აღნიშნული აუცილებლად დაუფასდებათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერებმა ლანჩხუთში თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმში შემოვიდა აშშ-ის საკუთრებაში არსებული გემით. წარმოიდგინეთ ხარისხი, რას უშვრებიან თავის მხარდამჭერებს და შტაბის წევრებს. მათი მოსაზრებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ აშშ მხარს უჭერს სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“, და ასე შემდეგ. შემდეგ იგივე თათბირზე საუბარია, რომ ჩვენ უნდა შევკრათ კოლონები, გავემგზავროთ ბათუმში მიშას დასაცავად და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.