ნიკა ნინუას კორონავირუსი დაუდასტურდა და კონფერენს ლიგაზე პაოკ-ს ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ნიკა ნინუას კორონავირუსი დაუდასტურდა და სალონიკის პაოკ-ს ვერ დაეხმარება ირლანდიურ „ბოჰემიანსთან“ განმეორებით შეხვედრაში, რომელიც 12 აგვისტოს გაიმართება.
ნიკა ბერძნული კლუბის განაცხადში არც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში იყო. ის მატჩი დუბლინში გაიმართა და „ბოჰემიანსის“ გამარჯვებით (2:1) დასრულდა.
ტესტებმა, რომლებიც ქართველმა ნახევარმცველმა ჩააბარა, „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი აჩვენა და ახალგაზრდა ნახევარმცველი უკვე კარანტინშია, როგორც ეს საფეხბურთო კლუბების ჯანმრთელობის პროტოკოლითაა განსაზღვრული.
„დინამო თბილისის“ ყოფილი კაპიტანი სალონიკის პაოკ-ში ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 9 აგვისტოს ჩაირიცხა. მაშინ 21 წლის ნინუა თურქული „ბეშიქთაშის“ სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა მან საბერძნეთში თამაში ამჯობინა.