ნიკა ნინუას კორონავირუსი დაუდასტურდა და კონფერენს ლიგაზე პაოკ-ს ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ნიკა ნინუას კორონავირუსი დაუდასტურდა და კონფერენს ლიგაზე პაოკ-ს ვერ დაეხმარება #1TVSPORT

ნიკა ნინუას კორონავირუსი დაუდასტურდა და სალონიკის პაოკ-ს ვერ დაეხმარება ირლანდიურ „ბოჰემიანსთან“ განმეორებით შეხვედრაში, რომელიც 12 აგვისტოს გაიმართება.

ნიკა ბერძნული კლუბის განაცხადში არც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში იყო. ის მატჩი დუბლინში გაიმართა და „ბოჰემიანსის“​ გამარჯვებით (2:1) დასრულდა.

ტესტებმა, რომლებიც ქართველმა ნახევარმცველმა ჩააბარა, „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი აჩვენა და ახალგაზრდა ნახევარმცველი უკვე კარანტინშია, როგორც ეს საფეხბურთო კლუბების ჯანმრთელობის პროტოკოლითაა განსაზღვრული.

„დინამო თბილისის“ ყოფილი კაპიტანი სალონიკის პაოკ-ში ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 9 აგვისტოს ჩაირიცხა. მაშინ 21 წლის ნინუა თურქული „ბეშიქთაშის“ სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა მან საბერძნეთში თამაში ამჯობინა.