ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს
ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს

პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი დმანისელებისთვის, მთელი საქართველოსთვის არის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისა და ქვეყნის გადარჩენისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2 ოქტომბერს საქართველოს ასიათასობით მოქალაქე მივა საარჩევნო უბნებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს, ადამიანებს, რომლებიც უსმენენ ყველას.

„ამ აქციის მთავარი მიზანი არის, არა უბრალოდ მთელმა საქართველომ დაინახოს, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვდგავართ, და ჩვენ სიმართლეს დავიცავთ 2 ოქტომბერს ნებისმიერ ფასად, სიცოცხლის ფასადაც კი დავიცავთ ქვეყნის მომავალს, არამედ მთელმა მსოფლიომ რომ გაიგოს, რა იკადრა ივანიშვილმა, კალაძემ, ღარიბაშვილმა, კობახიძემ მათივე სუს-სის ზონდერებითა და აგენტების მეშვეობით. მთელმა მსოფლიომ გაიგოს, ისევე როგორც უკვე გაიგეს, რომ ამ ქვეყანაში ელჩებს უსმენენ, იბარებენ საქართველოს ელჩებს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებში, შესაბამის უწყებებში, ასევე გაიგებს მთელი მსოფლიო, რა ჩაიდინა დმანისში ივანიშვილის რეჟიმმა.

პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი დმანისელებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მთელი საქართველოსთვის  არის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისა და ამ ქვეყნის გადარჩენისთვის. ეს არ არის პათეტიკა, ეს არ არის ის, რაც ყურს მიაჩვია მავანმა მავანს, რაც არ უნდა ნაჯახი, დანა და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ათიათასობით ადამიანი, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე როგორც ზვავი აზვირთებული, მივა საარჩევნო უბნებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს, ადამიანებს, რომლებიც უსმენენ ყველას. ამას იქით ფსკერიც აღარ არის უკვე, აღარაფერი აღარ არის, მორალური დაცემის მაგალითიც აღარ არის, უბრალოდ, ხალხმა დაინახა, რა არის რეჟიმი. თუ ვინმემ არ იცოდა რეჟიმის დეფინიცია, ბავშვმაც კი, ვისაც ცნობიერი ცხოვრება უკვე დაწყებული აქვს, აი, ბატონო, „ქართული ოცნება“ – ეს არის რეჟიმი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განმარტებით, დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, მაშინ, როცა 20-მდე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად მშვიდობიანი აქციის მონაწილეს.

მელიას თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა მომავალში მსგავსი რამ თავშიც აღავინ გაივლოს.

„ესეც თავის თავზე მეტყველებს, რადგან 20-მდე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, ე.ი. რას გვეუბნება ხელისუფლება, 20 ზონდერი, სუს-ის აგენტი თუკი თავს დაესხმება მშვიდობიან მოქალაქეებს, გაუსწორდებიან ფიზიკურად, ეს დანაშაულად არ ითვლება? აუცილებელია, სავალდებულოა, ნაჯახი ამოიღო, ხანჯალი ამოიღონ, ყელში ჩაარტყან? და ისიც საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად შეიძლება, ერთი ადამიანი დაისაჯოს? ის დანარჩენი 19 არ უნდა დაისაჯოს? დაისჯებიან, ეს არ არის მუქარა, ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა ხვალ და ზეგ ვეღარავინ თავშიც ვერ გაივლოს.

წარმოიდგინეთ, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა დმანისის მოქმედი მერი, რომელიც არის საერთო ოპოზიციური შეთანხმების მერობის კანდიდატი და დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, აი, ამას ბედავს ივანიშვილის რეჟიმი, ამას ბედავს კალაძის რეჟიმი, კობახიძე, ღარიბაშვილი და ძმანი მათნი. მათი მხრიდან ეს იყო ერთგვარი მცდელობა გზავნილის პენეტრაციისა ოჯახებში, რომ, ეი, თქვენ სადღაც მანდ, ნუ შეიკრიბებით, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება, 20-30 ადამიანი შემოგივარდეთ და ფიზიკურად გაგისწორდეთ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან“, განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მხრიდან იყო პროვოცირება“, – მელია პასუხობს: „მაგრად მახარებს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ ტელეკომპანია „პოსტივის“ და „იმედის“ თანამშრომელი, დარწმუნებული ვარ, თქვენ 2 ოქტომბერს არ მისცემთ ხმას „ქართულ ოცნებას“.

ამასთან, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა უნდა მოხსნას.

„კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ეს. ხვალ ჩვენ გვაქვს ელჩებთან შეხვედრა, კონკრეტული მტკიცებულებებით მივალ მე ელჩებთან შეხვედრაზე, იდენტიფიცირებული დამნაშავეებით. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, იარაღგაჩრილი მაჟორიტარობის კანდიდატი, ე.ი. უნდა ესროლა და ვიღაცისთვის შუბლი გაეხვრიტა, რომ დასჯილიყო? რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს, მაგრამ არ მოხდება, უკვე მოხსნილიც უნდა ჰქონდეს კანდიდატურა. დამიჯერეთ, ჩათვალეთ, რომ მოხსნილია, საზოგადოება მას დმანისში განაჩენს გამოუტანს მშვიდად და მტკიცედ საარჩევნო ურნასთან. რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ ამ შემთხვევაში, მით უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბერს“, – განაცხადა ნიკა მელიამ დმანისში, სადაც გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებისას გუშინ ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი