ნიკა მელია - არჩევნების წინ საუბრები სულ ვრცელდება, უინტერესოა, უკვე ყავლი აქვს გასული
ნიკა მელია - არჩევნების წინ საუბრები სულ ვრცელდება, უინტერესოა, უკვე ყავლი აქვს გასული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით  აცხადებს, რომ მსგავსი საუბრები არჩევნების წინ მუდმივად ვრცელდება.

მელიას თქმით, ასეთი ჩანაწერები უკვე ინტერესს კარგავს.

„ვერაფერს გეტყვით. ასეთი საუბრები სულ ვრცელდება არჩევნების წინ და უკვე ყავლი აქვს გასული. ჩემი აზრით, უინტერესოც არის. ნდობა აქვს დაკარგული ხელისუფლებას. სიმართლეც რომ თქვას ხელისუფლებამ რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ამ სიმართლისაც არ სჯერა ხალხს უკვე, ამაშია მთელი უბედურება, როდესაც შენ მოსამსახურე პერსონალით გყავს დაკომპლექტებული, მათ შორის ძალოვანი უწყებები და ყველა თანადებობის პირი, აქვს მინიმუმ ეჭვი სუბიექტური და არა ობიექტური. ამ ადამიანების მიერ გავრცელებული რაიმე სახის აუდიო ჩანაწერი, რა თქმა უნდა, ვერ უძლებს კრიტიკას, მით უფრო როცა გვინახავს არაერთი გაყალბებული ფაბრიკაცია“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

უკრაინული ვებგვერდი ავრცელებს სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, სადაც, ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობენ.