ნიკა კვეკვესკირი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიზანს ჩვენი გულშემატკივრის წინაშე მივაღწიოთ #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიზანს ჩვენი გულშემატკივრის წინაშე მივაღწიოთ #1TVSPORT

თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი ოფიციალური მატჩის შესახებ, ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა. საქართველოს ნაკრებისა და პოზნანისლეხის“ ნახევარმცველის თქმით, გუნდის მიზანი ჯგუფში გამარჯვებაა.

„სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული მიზანი – ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება და სიმბოლურიც არის, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში უნდა მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე შევასრულოთ დასახული ამოცანა“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის თქმით, 23 სექტემბერს დანიშნული შეხვედრა მისთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეულია.

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა, პირველ რიგში, გულშემატკივრებისთვის არის განსაკუთრებული, რადგან ისინი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე არ იმყოფებოდნენ და მიხარია, რომ სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ“.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).