ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში „ტორინომ“ ტურინულ დერბიში „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0. საბა საზონოვი მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ტურინელები მე-9 ადგილზე არიან, მაგრამ ევროტურნირებზე გამსვლელ ადგილებზე მყოფ გუნდებს მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩებიან.

ავსტრიის ბუნდესლიგაში გასავარდნთა ჯგუფში „ვოლფსბერგერმა“ ვენის „აუსტრია“ საკუთარ მოედანზე მიიღო და 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველს, სანდრო ალთუნაშვილს არ უთამაშია. „ვოლფსბერგერი“ მეორე ადგილზეა და კონფერენს ლიგის პლეი ოფში თამაშის შანსი აქვს.

პოლონეთის ჩემპიონატში პოზნანის „ლეხი“ „პუშჩას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ნიკა კვეკვესკირი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. ამ წაგების შემდეგ „ლეხი“ მესამე ადგილზე დაქვეითდა.

„ლევანტემ“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ერთ-ერთ აუტსაიდერ „ამორებიეტასთან“ საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა – ქართველი ნახევარმცველი ვალენსიელების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.