ლეგიონერები | ავსტრიაში „შტურმი“ ლიდერს დაეწია, პოლონეთში ქართველებს არ უთამაშიათ #1TVSPORT
ლეგიონერები | ავსტრიაში „შტურმი“ ლიდერს დაეწია, პოლონეთში ქართველებს არ უთამაშიათ #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატის შეხვედრაში „კრაკოვია“ საკუთარ მოედანზე „პუშჩასთან“ 0:1 დამარცხდა. „კრაკოვიას“ ქართველმა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხის“ განაცხადში იყო, მაგრამ „ლოძის“ წინააღმდეგ არ უთამაშია. პოზნანელებმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით შეხვედრა 3:2 მოიგეს და მესამე ადგილზე დაწინაურდნენ, ხოლო „კრაკოვიაგასავარდნ ზონას მიუახლოვდა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში სანდრო ალთუნაშვილისვოლფსბერგერი“ შინ „ლუშტენაუს“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„შტურმში“ ოთარ კიტეიშვილმა 84 წუთი ითამაშა ვენის „რაპიდთან“ მოეგებულ (1:0) შეხვედრაში. ამ მოგებით გრაცელები ლიდერ „ზალცბურგს“ ქულებით გაუთანაბრდნენ. „ვოლფსბერგერი“ კი კონფერენსლიგის საგზურისთვის იბრძვის.