ლეგიონერები | ავსტრიაში „შტურმი“ ლიდერს დაეწია, პოლონეთში ქართველებს არ უთამაშიათ #1TVSPORT
პოლონეთის ჩემპიონატის შეხვედრაში „კრაკოვია“ საკუთარ მოედანზე „პუშჩასთან“ 0:1 დამარცხდა. „კრაკოვიას“ ქართველმა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხის“ განაცხადში იყო, მაგრამ „ლოძის“ წინააღმდეგ არ უთამაშია. პოზნანელებმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით შეხვედრა 3:2 მოიგეს და მესამე ადგილზე დაწინაურდნენ, ხოლო „კრაკოვია“ გასავარდნ ზონას მიუახლოვდა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ შინ „ლუშტენაუს“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
„შტურმში“ ოთარ კიტეიშვილმა 84 წუთი ითამაშა ვენის „რაპიდთან“ მოეგებულ (1:0) შეხვედრაში. ამ მოგებით გრაცელები ლიდერ „ზალცბურგს“ ქულებით გაუთანაბრდნენ. „ვოლფსბერგერი“ კი კონფერენსლიგის საგზურისთვის იბრძვის.