ნიკა კვეკვესკირი - მთავარია, გუნდმა წარმატებული სვლა გააგრძელოს #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - მთავარია, გუნდმა წარმატებული სვლა გააგრძელოს #1TVSPORT

29 მარტს საქართველოს ნაკრები ტირანაში ალბანეთთან წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლისთან ერთად პრესკონფერენციაზე გუნდის ვიცე-კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი იმყოფებოდა, რომელმაც მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა, რომ გუნდი წარმატებულ სერიას გააგრძელებს.

„ალბანეთის ნაკრების შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. ამ გუნდის საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობს და მათ ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება.

ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგის თამაშებისთვის მომზადებაა. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ივნისის თამაშების წინ, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანია. მთავარია, გუნდმა გააგრძელოს წარმატებული სვლა და ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნოს პოზიტიური ენერგია.

ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ეროვნულ ნაკრებში შედეგი არასდროს არის მეორეხარისხოვანი, თითოეულ ფეხბურთელს სურს ბოლომდე დაიხარჯოს და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა“, – ამბობს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი.

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი 29 მარტს ტირანაში გაიმართება. 20:00 საათიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.