ნიკა კვარაცხელიას მამიდა - გაირკვევა მტყუან-მართალი, ნუ შეფუთავთ ამ მკვლელობას კრიმინალურ გარჩევად
ნიკა კვარაცხელიას მამიდა - გაირკვევა მტყუან-მართალი, ნუ შეფუთავთ ამ მკვლელობას კრიმინალურ გარჩევად

​ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ნანი კვარაცხელია აცხადებს, რომ ფაქტი არ მოჰყოლია კრიმინალურ გარჩევას.

„პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვართ თქვენი, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, ნუ შეფუთავთ ამ ამბავს კრიმინალურ გარჩევად. არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ ქონია. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენს ოჯახს, ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ქონოდა, თავის ცოლ-შვილს თავის სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა.

ჩვენ, ნათესავები ამდენი წელია, აქ ვცხოვრობთ და არანაირი საფრთხე არ გვიგრძვნია, არასოდეს არავისი შეგვშინებია, რადგან ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. ჩაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი. ნიკოს დაფასებისთვის, ჩემი უსაყვარლესი ძმისშვილის ხსოვნისთვის კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ დამიმახინჯოთ სიმართლე“, – აღნიშნა ნანი კვარაცხელიამ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. დანაშაულში მონაწილე პირების – ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს დაკავების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალის წარდგენის თაობაზე.

დატოვე კომენტარი