ნიკა გვარამია - როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის
ნიკა გვარამია - როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის

როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, წყარო, სადაც ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა, მისთვის არ არის ვალიდური.

„მოვისმინე ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი რა ჩავაფლავე. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, ჩემთვის ეს არ არის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. ეს ფარული ჩანაწერი სიტყვა-სიტყვით აკინძულია. თუმცა, რაღაცები იკითხება ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი კანონიერი არ არის, მაგრამ ავთენტური დანამდვილებით არ არის, ეს, როგორც პროფესიონალმა ისე შემიძლია გითხრათ. თუმცა, ვისაც რა არ უნდა ეთქვა, ამას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არ არსებობს უფრო აღმატებული ინტერესი ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის, რომლის მთავარი ცხოვრების მიზანი არის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა, საქართველოში დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა, თავისუფალი მედია, სიტყვის თავისუფლება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ არსებობს უფრო აღმატებული მიზანი ჩემთვის, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის დაცვაა, მით უმეტეს ჩემი თანამშრომლის და მით უმეტეს გიორგი გაბუნიასი, რომელიც უახლოესი მეგობარია ჩემი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ეს ჩანაწერი სიტყვა-სიტყვით რომ დამონტაჟებულია, ეს ისევე ნათელია, როგორც ორჯერ ორი ოთხი.

უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.

დატოვე კომენტარი