ნიკა გვარამია - ანა დოლიძე ან ბოდიშს მოიხდის, ან შეუერთდება გედი ფოფხაძეების გრძელს რიგს, დრო ცოტაა
ნიკა გვარამია - ანა დოლიძე ან ბოდიშს მოიხდის, ან შეუერთდება გედი ფოფხაძეების გრძელს რიგს, დრო ცოტაა

ანა დოლიძე უკიდურესად მავნებლური სისულელისთვის ან ბოდიშს მოიხდის, ან შეუერთდება გედი ფოფხაძეების გრძელს რიგს,- ამის შესახებ რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.

„ქალბატონი ანა დოლიძე ან ამ უკიდურესად მავნებლური სისულელისთვის ბოდიშს მოიხდის, ან შეუერთდება გედი ფოფხაძეების გრძელს რიგს. არჩევანი მასზეა, დრო – ცოტა“,- წერს გვარამია.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის პირობა, რომ ახალაიებს და მერაბიშვილს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში, ამის დაშვება არ შეიძლება.

ამასთან, დოლიძის თქმით, ახლა თუ დოლარი 2,70 -ია, ვაშაძის მოსვლის შემთხვევაში 6,70 იქნება.