ანა დოლიძე - ვაშაძის პირობა, რომ ახალაიებს და მერაბიშვილს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში, ამის დაშვება არ შეიძლება
ანა დოლიძე - ვაშაძის პირობა, რომ ახალაიებს და მერაბიშვილს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში, ამის დაშვება არ შეიძლება

ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე – ის არის პრობლემების მთელი პაკეტი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი – ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.