ნიგერიული გამოცემა გილმორის სადებიუტო გოლს გამოეხმაურა - იმედია, „სამგურალი“ დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ნიგერიული გამოცემა გილმორის სადებიუტო გოლს გამოეხმაურა - იმედია, „სამგურალი“ დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ნიგერიელმა ლეგიონერმა ლუქმან გილმორმა ბოლნისის „სიონთან“ საქართველოს თასის მერვედფინალურ დაპირისპირებაში წყალტუბოს კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

გილმორის სადებიუტო გოლს ნიგერიული გამოცემა lodgexpress გამოეხმაურა და „სამგურალის“ ლეგიონერს ვრცელი სტატია მიუძღვნა. გამოცემამ გილმორის კომენტარიც გამოაქვეყნა.

„ბედნიერი ვარ, რომ „სამგურალში“ პირველი გოლი გავიტანე. რთული თამაში იყო, მაგრამ მთავარია, დამატებით დროში გავიმარჯვეთ და საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავედით. ეს ნამდვილად სასიხარულოა. იმედი მაქვს, რომ წარმატებით თამაშს გავაგრძელებთ და კიდევ უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“, – ამბობს ლუქმან გილმორი.