ნიდერლანდურმა კომპანიამ გრანდების შემადგენლობები შეაფასა და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა
ნიდერლანდურმა სააუდიტო კომპანია KPMG-მ ფინანსური კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით განსაზღვრა ევროპული კლუბების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება, – იტყობინება „მუნდო დეპორტივო“.
„რეალის“ შემადგენლობა შეფასდა 874.2 მილიონ ევროდ. მადრიდელთა ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია – ნახევარმცველი კაზემირო (72.6 მილიონი ევრო). შემდეგ მოდიან მცველი რაფაელ ვარანი (70.2 მილიონი) და მეკარე ტიბო კურტუა (67.9 მილიონი).
„ბაიერნის“ ყველა ფეხბურთელის ფასი შეადგენს 943.4 მილიონ ევროს. მიუნხენელთა ყველაზე ძვირადღირებული აქტივია ნახევარმცველი სერჟ გნაბრი (99.8 მილიონი). მცირედით ჩამორჩება მას მცველი ჯოშუა კიმიხი (98.3 მილიონი). მესამე ადგილზეა – ნახევარმცველი ლეროი სანე, რომლის ფასია 85.8 მილიონი.
ყველაზე ძვირი ფეხბურთელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში მცველი მატეის დე ლიგტია. ნიდერლანდელი 90 მილიონი ევრო ღირს. მეორეა სიაში – ფორვარდი პაულო დიბალა (62.5 მილიონი), მესამე – ფორვარდი კრიშტიანო რონალდო (63.2 მილიონი). იტალიის ჩემპიონის ფეხბურთელთა საერთო ღირებულებაა – 734.8 მილიონი.
„ლივერპულის“ შემადგენლობა შეფასებულია 1.094 მილიარდ ევროდ. ღირებულების მიხედვით ლიდერობს ფორვარდი მოჰამედ სალაჰი (122.2 მილიონი). ეგვიპტელი უსწრებს პარტნიორს შეტევაში სადიო მანეს (120 მილიონი) და მცველს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს (107.1 მილიონი).
ფორვარდი კილიან მბაპე – ყველაზე ძვირადღირებულია „პარი სენ-ჟერმენში“ – 200 მილიონი ევრო. ფორვარდი ნეიმარი შეფასებულია 125 მილიონად. ღირებულების მიხედვით მესამეა – მცველი მარკინიოსი (59.9 მილიონი). პარიზული კლუბის შემადგენლობის საერთო ფასი – 806.6 მილიონია.