ნიდერლანდებში ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც როტერდამში თურქეთის საკონსულოზე თავდასხმას გეგმავდნენ
ნიდერლანდების პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, რომლებიც როტერდამში თურქეთის საკონსულოზე თავდასხმას გეგმავდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა დაგეგმილი თავდასხმის შესახებ 2017 წელს დაპატიმრებული მამაკაცის საუბრების მოსმების შედეგად გაიგეს.
სამი დაკავებული სასამართლოს წინაშე მიმდინარე კვირას წარდგება.
მეოთხე კი ბელგიაში დააკავეს. მისი ნიდერლანდებში ექსტრადირება უახლოეს მომავალში იგეგმება.