ნიდერლანდებში გამართული ღონისძიებისას დონალდ ტუსკს კვამლის ყუმბარა ესროლეს
ნიდერლანდებში გამართული ღონისძიების დროს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს კვამლის ყუმბარა ესროლეს. ინციდენტი დღეს, ქალაქ ვაგენინგენში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა.
ცერემონიის დროს ღონისძიებაზე შეკრებილი მოქალაქეების ჯგუფიდან კვამლის ყუმბარა ისროლეს, რომელიც ტუსკის ფეხებთან დაეცა. ამის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მცირე ხნით სცენიდან გაიყვანეს. უსაფრთხოების სამსახურმა კვამლის ყუმბარა გაიტანა და ღონისძიება გაგრძელდა.
ამასთან, დღევანდელ ღონისძიებაზე შეკრებილები იყვნენ პალესტინის მხარდამჭერები, რომლებმაც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრს, რუბენ ბრეკელმანსს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.
Do groźnego incydentu doszło w Wageningen, podczas uroczystych obchodów Dnia Wyzwolenia Holandii. W stronę przebywających na scenie polityków, wśród których był https://t.co/v4GOCCdZYr. premier Donald Tusk, rzucono czerwoną racę. pic.twitter.com/GJnqxS830h
— tvp.info 🇵🇱 (@tvp_info) May 5, 2025