პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს [ვიდეო]

პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრს, რუბენ ბრეკელმანსს ქალაქ ვაგენინგენში ნიდერლანდების გათავისუფლების დღის აღნიშვნისას სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ დიკ სხოფისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები იმ შენობის წინ შეიკრიბნენ, სადაც ჰააგიდან ჩასული დელეგაციის შეხვედრა მიმდინარეობდა.

აქციაზე დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თავისუფალი პალესტინა“.

პოლიციამ, სულ მცირე, ხუთი დემონსტრანტი დააკავა. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ვაგენინგენში, როგორც „თავისუფლების ქალაქში“, არ არის ადგილი „უკიდურესად მემარჯვენე იდეოლოგიისთვის, რომელსაც მთარობის წევრები წარმოადგენენ“.