ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი – ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, რაც ნიშნავს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს

15:54, 14.02.2023

ხედავთ, რომ ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს. გვაქვს შეგრძნება, რომ ამის დრო ახლაა, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.

ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ უკრაინის მთავრობამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მოითხოვა. მისივე თქმით, საჭიროა საკითხის პარტნიორებთან განხილვა.

„სიმართლეა, რომ უკრაინის მთავრობამ მოითხოვა „ეფ 16“-ები, ამას სერიოზულად ვეკიდებით და საკითხს აუცილებლად განვიხილავთ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური შეიარაღების სისტემაა და ამასთან დაკავშირებით საჭიროა დებატები პარტნიორებთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უნდა ვიმსჯელოთ მიზანშეწონილობაზე“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მსგავსი