კანოისტი ზაზა ნადირაძე მსოფლიო თასის პირველი ეტაპის გამარჯვებულია.
23 მაისიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანში ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა სპორტსმენმა 200 მეტრზე გაცურვაში იასპარეზა და ფინალში საუკეთესო დრო დააფიქსირა – 39.191 წამი.
აღსანიშნავია, რომ შარშან, ბელგრადში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, ზაზა ნადირაძემ ამავე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიგო (39.200). ზაზა პირველი ქართველი კანოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.