ნიჩბოსნობა | ალექსანდრე წივწივაძემ ზედიდედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი [ვიდეო] #1TVSPORT
ალექსანდრე წივწივაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ნიჩბოსან ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი ჩემპიონობით დაასრულა.
18-წლამდელებში ერთადგილიანი კანოეთი ალექსანდრემ 1000 მეტრზე (4:11,91) საკვალიფიკაციო გაცურვისას მეორე ადგილით მედლებისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ფინალურ გაცურვაში კიდევ უკეთესად იასპარეზა (3:58,45) და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.