ნ’გოლო კანტეს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
ნ’გოლო კანტეს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა გამოაცხადა, რომ ლონდონური კლუბის ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„სამწუხაროდ, ნ’გოლოს ტესტი დადებითი აღმოჩნდა და მან ყველა ნორმის დაცვით გარკვეული ხანი კარანტინში უნდა გაატაროს. დღეს მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია“, – მოჰყავს ტუხელის სიტყვები კლუბის პრესსამსახურს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მატჩის გამოტოვება მოუწევს ფრანგ ნახევარმცველს.