ნეიმარის სარეკლამო შემოსავლების 85 პროცენტს მისი მშობლები ისაკუთრებენ
Adrien Rabiot and Neymar Jr of Paris Saint Germain during the French Ligue 1 match between EA Guingamp and Paris Saint Germain at Stade du Roudourou on August 18, 2018 in Guingamp, France. (Photo by Baptiste Fernandez/Icon Sport via Getty Images)
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარის მშობლები ვაჟის სარეკლამო შემოსავლებიდან 85 პროცენტს იღებენ, – იტყობინება გამოცემა „ფოლია დე სან პაულუ“ (Folha de Sao Paulo).
გასულ სეზონში ბრაზილიელმა რეკლამიდან 20 მილიონი ევრო გამოიმუშავა და, როგორც ირკვევა, ფეხბურთელი ვერ აკონტროლებს შემოსავლებს, რომელსაც 13 სპონსორისგან იღებს. ამ თანხების 85 პროცენტი ირიცხება კომპანია NR Sport-ის ანგარიშზე, რომელსაც ნეიმარის მამა ხელმძღვანელობს.
ასევე ამ კომპანიასთან კავშირი აქვს ფეხბურთელის დედას. შესაბამისად, თავად მოთამაშე მხოლოდ 15 პროცენტს იღებს. შემოსავლების ამგვარი განაწილების გადაწყვეტილება მშობლებმა ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღეს, როცა ნეიმარი 14 წლის იყო.