ნეითან ჩენი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა | ფიგურული ციგურაობა [ვიდეო] #1TVSPORT
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ამერიკელი ნეითან ჩენი გახდა, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ ჩენი მესამე ადგილზე იყო და ოლიმპიურ ჩემპიონ იუძურუ ჰანიუს ჩამორჩებოდა, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში მაყურებელს საოცარი სანახაობა შესთავაზა და ჩემპიონობა დამაჯერებლად მოიპოვა.
ეს ჩენის მე-10 ოქროა მას შემდეგ, რაც პიონჩანგში გამართულ ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა. ამერიკელმა თავისუფალ პროგრამაში ხუთი ოთხმაგი ნახტომი (!) შეასრულა და მოკლე პროგრამის ლიდერი ჰანიუ ჩამოიტოვა. იუძურუს თანამემამულე კაგიიამა იუმამაც აჯობა და ოლიმპიური ჩემპიონი ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა.
ჩენის გამოსვლა ჯამში 320.88 ქულით შეფასდა (თავისუფალი პროგრამა – 222.03), კაგიიამამ 291.77 ქულა დაიმსახურა, ჰანიუმ კი 289.18.
ნეითანი სკოტ ჰამილტონის შემდეგ (1982-1984) პირველი ამერიკელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობას ზედიზედ სამჯერ შესწვდა. მსგავსი შედეგი ბოლოს პატრიკ ჩანმა, 2011-2013 წლებში დააფიქსირა.