საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდის, ნეიმარის დაბრუნება ფეხბურთში ისევ ჭიანურდება, – წერს გაზეთი AS-ი.
ბრაზილიელი არ თამაშობს გასული წლის ოქტომბრიდან, როცა ბრაზილიის ნაკრებში თამაშისას მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
წყაროს ცნობით, ნეიმარის რეაბილიტაცია ჭიანურდება. ფორვარდს კიდევ ორი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ საბოლოოდ აღიდგინოს ოპტიმალური ფორმა.
ასე რომ, ნეიმარის დაბრუნებას მიმდინარე წლის ნოემბერში ელოდებიან.