ნეიმარი, შეიძლება, „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს #1TVSPORT
„სანტოსის“ ფორვარდმა ნეიმარმა, შეიძლება, 2027 წლის იანვარში „ინტერ მაიამისთან“ გააფორმოს კონტრაქტი, – სოციალურ ქსელში დაწერა გამოცემა Liberta Depre-მ ყოფილ ფეხბურთელზე, ფელიპე მელოზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, არსებობს რეალური ალბათობა იმისა, რომ ნეიმარი ზამთრის სატრანსფერი ფანჯრისას „ინტერ მაიამიში“ შეუერთდეს ლიონელ მესის, კაზემიროსა და ლუის სუარესს. სწორედ ფლორიდული კლუბი განიხილება ყველაზე რეალურ ვარიანტად ნეიმარისთვის საკლუბო კარიერის გასაგრძელებლად.
უფრო მეტიც, წერენ, რომ „ინტერ მაიამი“ შეიძლება გახდეს ნეიმარის კარიერის ბოლო კლუბი.