ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ რჩება 
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ რჩება 

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი პარიზული კლუბის დატოვებას არ აპირებ. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 26 წლის ბრაზილიელით აქტიურად არის დაინტერესებული მადრიდის „რეალი“.

„ვრჩები „პარი სენ-ჟერმენში“. ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და მინდა, მის შემადგენლობაში მაღალ მიზნებს მივაღწიო. იმედია, წინ წარმატებული სეზონი გველოდება“, – განაცხადა Fox Sports-თან კომენტარში ნეიმარმა.

მან „პარი სენ-ჟერმენში“ ჯანლუიჯი ბუფონის გადასვლაც შეაფასა.

„ჩემთვის დიდი პატივია ასეთ მეკარესთან ერთად გამოსვლა. მას უდიდესი გამოცდილება გააჩნია, რომელიც შეუძლია გაგვიზიაროს”, – ამბობს ბრაზილიელი ნეინმარი.