ნეიმარი ნოემბრის ბოლოს უნდა დაბრუნდეს
ნეიმარი ნოემბრის ბოლოს უნდა დაბრუნდეს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ მხოლოდ ნოემბერის ბოლოსთვის ვარაუდობს ნეიმარის მწყობრში დაბრუნებას. გერმანელი სპეციალისტის მოლოდინით, ბრაზილიელი ფეხბურთელი შეძლებს მინდორზე გასვლას არაუადრეს 20 ნოემბრისა, როცა პარიზელებს ლიგა 1-ში უწევთ შეხვედრა „მონაკოს“ წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაშაქშეჰირთან“ მატჩის პირველ ტაიმში ნეიმარმა კუნთის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

„ვფიქრობ, ის ვერ შეძლებს უახლოეს მატჩებში ბრაზილიის ნაკრებში თამაშსს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის არ იქნება ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლო რიცხვებამდე“, – თქვა ტუხელმა.

ბრაზილიის ნაკრებმა 14 და 17 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები უნდა ჩაატაროს ვენესუელასა და ურუგვაის წინააღმდეგ. ამ მატჩების გარდა, ნეიმარს მოუწევს „ლაიპციგთან“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურისა და „რენთან“ ლიგა 1-ის მატჩის გამოტოვება.

ამასობაში, პრესამ დაითვალა, რომ პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ, ბრაზილიელმა სხვადასხვა დაზიანების გამო, საერთო ჯამში 368 დღე გამოტოვა. ამ დროის განმავლობაში, მან 64 მატჩში ვერ ითამაშა.

ნეიმარი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლის აგვისტოში გადავიდა. ამ სეზონში მან დედაქალაქური კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე ექვსი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.