ფრანგულმა გაზეთმა „ეკიპმა“ გამოაქვეყნა ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია. საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი – 4 083 000 ევრო თვეში. მეორე და მესამე ადგილებზე ბრაზილიელის თანაგუნდელები არიან – ლიონელ მესი (3 375 000) და კილიან მბაპე (2 220 000).
რეიტინგის TOP20-ში „პარი სენ-ჟერმენის“ 18 მოთამაშე მოხვდა:
ნეიმარი (პსჟ) – 4 083 000
ლიონელ მესი (პსჟ) – 3 375 000
კილიან მბაპე (პსჟ) – 2 220 000
მარკინიოსი (პსჟ) – 1 200 000
მარკო ვერატი (პსჟ) – 1 200 000
აშრაფ ჰაკიმი (პსჟ) – 1 083 000
კეილორ ნავასი (პსჟ) – 1 000 000
ანხელ დი მარია (პსჟ) – 950 000
ჯორჯინიო ვეინალდუმი (პსჟ) – 916 000
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 916 000
მაურო იკარდი (პსჟ) – 800 000
სერხიო რამოსი (პსჟ) – 791 666
ლეანდრო პარედესი (პსჟ) – 750 000
ხუან ბერნატი (პსჟ) – 730 000
ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 650 000
ანდერ ერერა (პსჟ) – 650 000
პრესნელ კიმპემბე (პსჟ) – 640 000
სესკ ფაბრეგასი (მონაკო) – 600 000
იულიან დრაქსლერი (პსჟ) – 562 000
ლევინ კურზავა (პსჟ) – 500 000
„ეკიპმა“ ასევე გაარკვია, რომ პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო ლიგა 1-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი დამრიგებელია. მისი შემოსავალი თვეში 1.1 მილიონი ევროა.
რეიტინგში მეორე ადგილს იყოფენ ხორხე სამპაოლი „მარსელოდან“ და კრისტიფ გალტიე „ნიცადან“. ისინი თვეში 330 ათას ევროს იღებენ.