საუდის არაბეთის ახალი ჩემპიონის „ალ-ჰილალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა განაცხადა, რომ ნეიმარმა, შესაძლოა, გამოტოვოს 2024-25 წლების სეზონის სტარტი.
„ასეთი ტრავმის შემდეგ აღდგენის დრო, ჩვეულებრივ, 10-11 თვეს შეადგენს. ნეიმარი არ გავა მოედანზე მომავალი სეზონის დასაწყისამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სექტემბერში ან ოქტომბერში დაგვიბრუნდება“, – განაცხადა ჟესუსმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 2023 წლის ოქტომბერში გაიწყვიტა მარცხენა მუხლის მენისკი და ჯვარედინი მყესები. ის ივნის-ივლისში კოპა ამერიკას გამოტოვებს.