NDI - გამოკითხულთა 31 %-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას, "ნაციონალური მოძრაობა" კი 10%-მა დაასახელა
NDI - გამოკითხულთა 31 %-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას, "ნაციონალური მოძრაობა" კი 10%-მა დაასახელა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ “ქართული ოცნება”.

გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. კითხვაზე უარით უპასუხა გამოკითხულთა 12%-მა.

გამოკითხულთა 10%-ისთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”.

კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 5%-მა. ინტერვიუერთა 4% აცხადებს, რომ ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან “ევროპული საქართველო” დგას. გამოკითხულთა 3% კი აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსი”. სხვა პატიების შეხედულებები გამოკითხულთა 6%-ის შეხედულებებთან არის ახლოს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.