NDI – გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს

12:35, 02.02.2023

NDI გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს. შეკითხვაზე, – ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან რომელს ეთანხმებით? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს – 30%; საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა – 29%; საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს – 25%; არ ვიცი -15%.

მაშინ როდესაც იმავე შეკითხვაზე გამოკითხულთა განწყობები ამგვარად განაწილდა აგვისტში: ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს – 28%; საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა – 27%; საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს – 30%; არ ვიცი – 15%.

NDI-ის ჩატარებულ კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

შეკითხვაზე,-  აქ მოყვანილი მოსაზრებებიდან რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 30%; საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 38%; საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 18%; არ ვიცი – 13%.

ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

მსგავსი