NBA-სა და ოლიმპიადის ჩემპიონს საფეხბურთო მატჩის დროს სახეში ხელი გაარტყეს [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2024 წლის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიადის ოქრომედალოსანი, „ბოსტონ სელტიქსის“ შემტევი მცველი დერიკ უაიტი უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდა ამერიკული ფეხბურთის მატჩის დროს, რომელშიც „კოლორადო“ და „კოლორადო სტეიტი“ ხვდებოდნენ ერთმანეთს.
უაიტმა ტრიბუნაზე ერთ-ერთ გულშემატკივართან წაიჩხუბა, რის შემდეგაც სახეში დარტყმა მიიღო.
ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში არ გადაიზარდა – გვერდზე მყოფმა ადამიანებმა გააშველეს უაიტი და გულშემატკივარი.