ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედა კალათბურთელების სიმბოლური ნაკრებები დაასახელა.
პირველ ხუთეულში მოხვდნენ: ჩეთ ჰოლმგრენი (ოკლაჰომა), ჯეიმი ხაკესი (მაიამი), ბრენდომ მილერი (შარლოტი), ბრენდინ პოძიემსკი (გოლდენ სტეიტი), ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო).
მეორე სიმბოლური ნაკრები: კეიონტე ჯორჯი (იუტა), გრეგორი ჯექსონი (მემფისი), დერეკ ლაივლი (დალასი), ამენ ტომპსონი (ჰიუსტონი), კეისონ უოლესი (ოკლაჰომა).
შეგახსენებთ, რომ 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი ვიქტორ ვემბანიამა გახდა.