ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშემ დერიკ როუზმა გამოაცხადა, რომ არ გააგრძელებს სათამაშო კარიერას.
35 წლის კალათბურთელმა დატოვა „მემფის გრიზლისი“, რომელთანაც კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წლით იყო დაკავშირებული.
„ჩემი ცხოვრების მომდევნო თავში ჩემს ოცნებებს გავყვები. მჯერა, რომ ნამდვილი წარმატება დამოკიდებულია თვითრეალიზაციაზე. მინდა ვუჩვენო მთელს მსოფლიოს, ვინ ვარ კალათბურთის მიღმა“, – დაწერა როუზმა სოციალურ ქსელში.
დერიკ როუზმა NBA-ში 15 სეზონი ჩაატარა და ითამაშა „ჩიკაგოს“, „ნიუ იორკის“, „მინესოტას“, „კლივლენდის“, „დეტროიტისა“ და „მემფისის“ რიგებში. მცველი სამჯერ იყო „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილე.