NBA-ის დრაფტზე მოთამაშეების სარეკორდო რაოდენობა დარეგისტრირდა
NBA-ის დრაფტზე მოთამაშეების სარეკორდო რაოდენობა დარეგისტრირდა

ახალგაზრდა კალათბურთელების რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018 წლის დრაფტში.

როგორც ESPN იტყობინება, განაცხადი შეიტანა 236-მა კალათბურთელმა, აქედან 55 – უცხოელია. წინა რეკორდი შარშანდელ დრაფტზე დამყარდა, როცა 182 მოთამაშეს ჰქონდა შეტანილი განაცხადი.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ დრაფტზე დადგება საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე. ასევე დრაფტზე ვიხილავთ პოტენციურ პირველ ნომერს, მადრიდის “რეალის” 19 წლის ფორვარდს ლუკა დონჩიჩს.
მოთამაშეებს საკუთარი განაცხადების უკან გატანა 11 ივნისამდე შეეძლებათ. თავად დრაფტი კი 22 ივნისს გაიმართება.