ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) შეადგინა ჯგუფების შემადგენლობები 2025 წლის შიდასასეზონო ტურნირისთვის. თითოეულ კონფერენციაში სამი ჯგუფია, თითო ჯგუფში – ხუთი გუნდი.
დასავლეთი
A ჯგუფი – ოკლაჰომა, მინესოტა, საკრამენტო, ფინიქსი, იუტა
B ჯგუფი – ლეიკერსი, კლიპერსი, მემფისი, დალასი, ნიუ ორლეანი
C ჯგუფი – ჰიუსტონი, დენვერი, გოლდენ სტეიტი, პორტლენდი, სან ანტონიო
აღმოსავლეთი
A ჯგუფი – კლივლენდი, ინდიანა, ატლანტა, ტორონტო, ვაშინგტონი
B ჯგუფი – ბოსტონი, დეტროიტი, ორლანდო, ბრუკლინი, ფილადელფია
C ჯგუფი – ნიუ იორკი, მილუოკი, ჩიკაგო, მაიამი, შარლოტი
მინი-ტურნირი 31 ოქტომბერს დაიწყება და 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. თითოეული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ შეხვედრას გამართავს. პლეი ოფში გავლენ ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორე გუნდი თითო კონფერენციიდან.