ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ომბუდსმენის ანგარიშს ნდობას უცხადებს
ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ომბუდსმენის ანგარიშს ნდობას უცხადებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისაგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ომბუდსმენის ანგარიშს ნაზი ჯანეზაშვილი ნდობას უცხადებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრი დღეს დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი გააკრიტიკა და მოსამართლეთა დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

„მოსამართლე რომ ვიყო, მის ადგილზე თავს შევიკავებდი ასეთი ტიპის განცხადებებისგან. მან კლანი უწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფორმა, რომლითაც გააკრიტიკა სახალხო დამცველის ანგარიში, უნდა ყოფილიყო სხვაგვარი. რაც შეეხება მოსამართლე ტყავაძეს, თუ გარკვეული შეკითხვები დარჩა, სახალხო დამცველს აქვს უფლება, დასვას ეს შეკითხვები და მის შეფასებებს მე ვენდობი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიში საბჭოს მოსამართლე წევრებმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა, გააკრიტიკეს. საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებით, ანგარიშში კეთილსინდისიერი მოსამართლეების დისკრედიტაცია მოხდა.