ნაზარბაევი პრეზიდენტობიდან გადადგა და სახელმწიფოს სამუდამო მეთაური გახდა

22:31, 19.03.2019

ნურსულთან ნაზარბაევი პოლიტიკიდან არ წასულა და კიდევ უფრო გაიზარდა მისი უფლებამოსილება. ის არის სახელმწიფოს სამუდამო მეთაური და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი.

როგორც პირველ არხს ანალიტიკოსმა რეზო ქოიავამ განუცხადა, ამას ითვალისწინებს კანონი უშიშროების საბჭოს შესახებ.

მისი ინფორმაციით, სწორედ ამ კანონში წერია, რომ ნაზარბაევის ისტორიული მისიიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება, სამუდამოდ გაუძღვეს უშიშროების საბჭოს. ყაზახეთი არის ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ერთი ადამიანის სამუდამო ძალაუფლების მოდელი არსებობს და რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი ქვეყანაში.

ნაზარბაევმა პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

მსგავსი