ნატო-ში აშშ-ის ელჩი – მხარს ვუჭერთ ნატო-ს მოკავშირე რუმინეთს და ვგმობთ მის ტერიტორიაზე უგუნურ შეჭრას, ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს
ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ს მოკავშირე რუმინეთს და ვგმობთ ამ უგუნურ შეჭრას მის ტერიტორიაზე. ჩვენი ფიქრები ახლა გალატში დაშავებულებთანაა. ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს“, – წერს უიტაკერი.
ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.
We stand with our NATO Ally Romania and condemn this reckless incursion on its territory. Our thoughts are with the injured in Galati. We will defend every inch of NATO territory.
— U.S. Ambassador to NATO (@USAmbNATO) May 29, 2026