ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰართი – კვლავ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში

20:39, 07.08.2025

კვლავ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰართი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ქართველები როდესაც  აღნიშნავენ რუსეთთან 2008 წლის ომის წლისთავს, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – წერს ელისონ ჰართი.

მსგავსი