17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში ნატო მეტონიძე მონაწილეობას არ მიიღებს
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში ნატო მეტონიძე მონაწილეობას არ მიიღებს

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში ნატო მეტონიძე არ მონაწილეობს. მომღერალი ამბობს, რომ ამ შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს. მისი თქმით, როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ საიდან მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა.

ნატო მეტონიძე ამბობს, რომ კონცერტის დღეს სხვა გეგმები აქვს და ეს მისი არჩევანია.

17 მაისს სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ მიმართა „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.